შესვლა

ე.წ. ,,ჭკვიანი" კამერები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების წინააღმდეგ - საინფორმაციო ბარათების სერია

3 February, 2026

2025 წლის იანვრიდან საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა ვიდეოთვალთვალის და სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება, განსაკუთრებით — საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ.

ამგვარი მონიტორინგის შედეგად მუშავდება მოქალაქეთა განსაკუთრებული კატეგორიის, მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემები. ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს და საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.

„უფლებები საქართველომ“ მოამზადა საინფორმაციო ბარათების სერია, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლება ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ გამოყენებისა და მათგან გამომდინარე რისკების შესახებ.

დამატებით, გიზიარებთ 2025 წლის ზაფხულში შემუშავებულ პრაქტიკულ გზამკვლევს იურისტებისთვის, რომელიც ეხება ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებას შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს.

 

შენიშვნა: გზამკვლევის მომზადების პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმება ჯერ არ იყო ინიციირებული, ამიტომ უფლებამოსილ ორგანოდ განხილულია აღნიშნული სამსახური.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!