მოსამართლეთა დიპლომების, ფინანსური დეკლარაციებისა და სოციალურ ქსელებში განხორციელებული აქტივობების კვლევა
23 აპრილი, 20212021 წლის 23 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ საერთო სასამართლოების მოსამართლეების შესახებ მომზადებული 3 კვლევის პრეზენტაცია გამართა.
კვლევები მოიცავს მოსამართლეების განათლების ხარისხის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან, მოსამართლეების ფინანსური დეკლარაციების, ქონებრივი მდგომარეობის ანალიზს და მოსამართლეთა ქცევას სოციალურ მედიაში (ფეისბუკში).
პროექტის ფარგლებში მომზადდა ინფოგრაფიკების სერია, რომელიც მოსამართლეთა განათლების, სოციალურ მედიაში ქცევის და შემოსავლების დეკლარირების კუთხით გამოვლენილ პრობლემებს ასახავს.
1. მოსამართლეთა განათლების ხარისხის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან
ინფოგრაფიკა №1, ინფოგრაფიკა №2
2. მოსამართლეთა ქცევა და გამოხატვის თავისუფლება სოციალურ მედიაში
ინფოგრაფიკა №3, ინფოგრაფიკა №4, ინფოგრაფიკა №5
3. მოსამართლეთა ფინანსური დეკლარაციების და ქონებრივი მდგომარეობის ანალიზი
ინფოგრაფიკები მომზადდა პროექტის „მოსამართლეთა დიპლომების, სამეცნიერო დისერტაციების, ფინანსური დეკლარაციებისა და სოციალურ ქსელებში განხორციელებული აქტივობების კვლევა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.
ვრცლად კვლევის შესახებ: https://rights.ge/ka/accountnew/15