შესვლა

ვაკანსია: საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

25 ივლისი, 2022

„უფლებები საქართველო” აცხადებს კონკურსს საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის პოზიციაზე.  

ვაკანსია გამოცხადებულია პროექტის „ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“ ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს. 

შენიშვნა: იმ პირთა განაცხადები, რომლებიც უკვე წარმოდგენილია „უფლებები საქართველოს" მიერ გამოცხადებული საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის ვაკანტურ პოზიციაზე 2022 წლის 07 ივლისიდან 2022 წლის 21 ივლისამდე პერიოდში, ავტომატურად, ხელახალი მომართვის გარეშე, იქნება განხილული მიმდინარე შესარჩევი კონკურსის ფარგლებში. შესაბამისად, დამატებით განაცხადის გამოგზავნა არ არის საჭირო.

ანაზღაურება: 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, დონორის მიერ განსაზღვრული კურსის შესაბამისად (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 12 სექტემბერი, 2022
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი 
ხელშეკრულების ვადა: 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (მოიცავს 3 თვიან გამოსაცდელ ვადას), გაგრძელების პერსპექტივით. 

მოვალეობები:

-   პროექტის დირექტორისა და კოორდინატორის ზედამხედველობით, სტრატეგიული სამართალწარმოების წარმართვა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე (თბილისი და რეგიონები);
-   პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების და იურიდიული დახმარების გაწევა მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; 
-   განაცხადების, საჩივრების, სარჩელებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
-   საქმის წარმოება და პროექტის ბენეფიციარების ინტერესების წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და  საერთო სასამართლოებში;
-   პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
-   საჯარო ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
-   პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-   უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
-   საერთო სპეციალიზაციის ადვოკატად მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; 
-   საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის მოწმობა;
-   ენების ცოდნა: ინგლისური (B2 დონე); სასურველია რუსული ენის ცოდნა;
-   საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-   გენდერულ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი მხარდაჭერის კუთხით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;


უნარ-ჩვევები:

-   სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
-   გუნდური მუშაობა;
-   ეფექტიანი კომუნიკაცია და მაღალი სამუშაო ეთიკა;
-   შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება. 

ვაკანტურ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა, 2022 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე vacancy@rights.ge

1.   რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
2.   სამოტივაციო წერილი ქართულ და ინგლისურ ენაზე;
3.   ორი რეკომენდატორის მითითება, მათი საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით;
4.   საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის მოწმობის ასლი;
5.   იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.

სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიეთითოს: საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

- წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის წერითი დავალება;
- მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!