შესვლა

ვაკანსია: პროექტის კოორდინატორი

14 ივნისი, 2021

ა(ა)იპ  „უფლებები საქართველო“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) აცხადებს კონკურსს პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში.

სამუშაოს დაწყების დრო: 1 სექტემბერი, 2021

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი 

ხელფასი: დარიცხული 4700 ლარი

მოვალეობები:

•    პროექტის მართვა და მიმდინარეობაზე ზედამხედველობა; 
•    პროექტის გუნდის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა და მის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობა;
•    პროექტის შინაარსობრივი ანგარიშების მომზადება ინგლისურ ენაზე; 
•    დონორთან ანგარიშგების მიზნით ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება ინგლისურ ენაზე;
•    ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი; 
•    შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის და საკანონმდებლო წინადადებების, აგრეთვე საერთაშორისო აქტების ანალიზი და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
•    პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა; 
•    მედიასთან კომუნიკაცია; 
•    საჯარო განცხადებებისა და პრესრელიზების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
•    ორგანიზაციის საქმიანობასა და განვთარებაში ჩართულობა საკუთარი კომპეტენციების შესაბამისად; 
•    პროექტით გათვალისწინებული ან/და პროექტთან და ორგანიზაციის საჭიროებებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების განხორციელება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•    უმაღლესი განათლება (უმაღლესი იურიდიული განათლება; მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
•    ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით  მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება; სასურველია ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
•    მენეჯერულ პოზიციაზე ან/და პროექტის ხელმძღვანელად მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება; 
•    ინგლისური ენის ფლობა (მინიმუმ C1 დონე), რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
•    სამართალწარმოების გამოცდილება ეროვნულ სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოების წინაშე ჩაითვლება პრიორიტეტად;
•    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება პრიორიტეტად;
•    სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე; 
•    სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
•    გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
•    შემჭიდროებულ ვადებსა და აქტიურ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.


საკონკურსო ეტაპები:

•    წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევა;
•    წერითი დავალების შესრულება ინგლისურ ენაზე;
•    გასაუბრება.


გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

•    რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე;
•    სამოტივაციო წერილი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
•    ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი;
•    ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა არსებობის შემთხვევაში;
•     ორი რეკომენდატორის მონაცემები.

გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ 2021 წლის 11 ივლისის 23:59 საათამდე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@rights.ge

სავალდებულოა მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!