ვაკანსია: ადვოკატი ამბროლაურში

ა(ა)იპ „უფლებები საქართველო” აცხადებს კონკურსს ადვოკატის შესარჩევად, რომელიც იმუშავებს ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრში.
ვაკანსია ცხადდება პროექტის - „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც ASB საქართველო, „უფლებები საქართველოსთან“ და კიდევ ოთხ ორგანიზაციასთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.
ანაზღაურება: 630 ევროს ეკვივალენტი ლარში, დონორის მიერ განსაზღვრული კურსის შესაბამისად (დარიცხული ხელფასი, საიდანაც გამოიქვითება საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანი)
სამუშაოს დაწყების დრო: 18 სექტემბერი, 2023
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ხელშეკრულების ვადა: 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (მოიცავს 2-თვიან გამოსაცდელ ვადას), გაგრძელების პერსპექტივით.
მოვალეობები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები მოვალეობები:
- პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების და იურიდიული დახმარების გაწევა მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე (სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
- განაცხადების, საჩივრების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- საქმის წარმოება და ბენეფიციარების ინტერესების წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში და ადმინისტრაციულ ორგანოებში (სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
- პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- გასვლითი საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვა შესაბამისი რეგიონის სოფლებში და სამართლებრივი დახმარების გაწევა ადგილობრივი მოსახლეობისათვის;
- პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი).
- სასურველია საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების გამოცდილება;
- სისხლის სამართლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის მოწმობა (უპირატესობა მიენიჭება საერთო სპეციალიზაციის მქონე კანდიდატებს);
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს დამატებითი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების/ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით;
- გენდერულ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის კუთხით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასურველია.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობა;
- ბენეფიციარებთან სწორი და ეთიკური კომუნიკაცია;
- მაღალი შრომის დისციპლინა;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულება;
ვაკანტურ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა, 2023 წლის 01 სექტემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე rightsgeorgia@gmail.com:
1. CV ქართულ ენაზე;
2. სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე;
3. ორი რეკომენდატორის მონაცემები.
სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიუთითოთ ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
შერჩევა გაიმართება სამ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება;
2. გასაუბრება
3. წერითი დავალების შესრულება;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.