ვაკანსია: პოლიტიკისა და ადვოკატირების ოფიცერი
26 July, 2023
ააიპ „უფლებები საქართველო” აცხადებს კონკურსს პოლიტიკისა და ადვოკატირების ოფიცრის პოზიციაზე, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - “ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებლთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვა და გაძლიერება საქართველოში” - ფარგლებში.
ვაკანტური პოზიცია: პოლიტიკისა და ადვოკატირების ოფიცერი
ანაზღაურება: 3 000 ლარი (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 11 სექტემბერი, 2023
სამუშაო განაკვეთი: 80%
მოვალეობები:
• მოქალაქეობის არმქონეობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მჭიდრო კომუნიკაცია მოქალაქეობის არმქონე პირებთან;
• მოქალაქეობის არმქონე პირთა საკითხების პოპულარიზაცია, მათი ადვოკატირება სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;
• ეროვნული კანონმდებლობის, სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტების, აგრეთვე საერთაშორისო აქტების ანალიზი, საკანონმდებლო წინადადებების/ინიციატივების შეფასება;
• სამართლებრივი დასკვნების, საკანონმდებლო წინადადებების და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
• თემატურ საკითხებზე სიღრმისეული კვლევის მომზადება, მათ შორის, აკადემიური ნაშრომებისა თუ სხვა ქვეყნების კანონმდებლობის, ასევე სასამართლოთა საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და ანალიზი;
• მუდმივი კომუნიკაცია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, აგრეთვე პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
• მოქალაქეობის არმქონეობის შესახებ ევროპულ ქსელთან (ENS) მუდმივი კომუნიკაცია, მათ შორის, საქართველოს ინდექსირების პროცესის სრულყოფილი მენეჯმენტი და ამ პროცესის ფარგლებში ყველა საჭირო დოკუმენტაციის შედგენა;
• სხვადასხვა სამუშაო და წარმომადგენლობით შეხვედრებში, დისკუსიებში მონაწილეობა და ორგანიზაციის და პროექტის სახელით პოზიცირება;
• მედია პროდუქტების მომზადება და გასაწევი სამუშაოს დაგეგმვა;
მედიასთან კომუნიკაცია;
• პროექტით გათვალისწინებული ან/და პროექტისა და ორგანიზაციის საჭიროებებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, სასურველია სამართლის, ადამიანის უფლებების, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ან სხვა, მომიჯნავე სფეროში);
• ინგლისური ენა - C1 დონე; რუსული ენა - B1 დონე;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
• მოქალაქეობის მინიჭების, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირთა საკითხებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
უნარ-ჩვევები:
• სამუშაოს ეფექტიანად დაგეგმვა;
• სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
• პრეზენტაციების მომზადება/საჯარო გამოსვლები;
• გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
• შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება;
• სტრესულ სიტუაციებთან ეფქტიანად გამკლავება და კრიზისული სიტუაციების მართვა.
გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა, 2023 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე rightsgeorgia@gmail.com:
1. CV ინგლისურ ენაზე.
2. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვერდი).
3. ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი (არსებობის შემთხვევაში).
4. ორი რეკომენდატორის მონაცემები: სახელი, გვარი, პროფესიული ურთიერთობა; საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი.
შერჩევა გაიმართება სამ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება;
2. წერითი დავალების შესრულება ინგლისურ ენაზე;
3. გასაუბრება. უცხო ენის მოთხოვნილი დონის ცოდნა შემოწმდება გასაუბრების ეტაპზე.
კანდიდატი, შესაძლოა არჩეულ იქნას გამოსაცდელი ვადით, 2023 წლის 31დეკემბრამდე.
სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
არასრულყოფილად ან მითითებული ვადის შემდგომ წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.