შესვლა

ვაკანსია: სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი

12 June, 2023

„უფლებები საქართველო” აცხადებს კონკურსს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატის პოზიციაზე.  

ვაკანსია გამოცხადებულია პროექტის „ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“ ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს. 

ანაზღაურება: 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, დონორის მიერ განსაზღვრული კურსის შესაბამისად (დარიცხული ხელფასი, საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების ჩათვლით)
სამუშაოს დაწყების დრო: 03 ივლისი, 2023
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი 
ხელშეკრულების ვადა: 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (მოიცავს 3 თვიან გამოსაცდელ ვადას)

მოვალეობები:

•    პროექტის დირექტორისა და კოორდინატორის ზედამხედველობით, სტრატეგიული სამართალწარმოების წარმართვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე (თბილისი და რეგიონები);
•    პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების და იურიდიული დახმარების გაწევა მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; 
•    განაცხადების, საჩივრების, სარჩელებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
•    საქმის წარმოება და პროექტის ბენეფიციარების ინტერესების წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და  სასამართლოებში;
•    პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
•    საჯარო ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
•    პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•    უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
•    სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატად მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; 
•    ადვოკატის მოწმობა;
•    ენების ცოდნა: ინგლისური (B2 დონე); სასურველია რუსული ენის ცოდნა;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
•    გენდერულ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი მხარდაჭერის კუთხით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

•    სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
•    გუნდური მუშაობა;
•    ეფექტიანი კომუნიკაცია და მაღალი სამუშაო ეთიკა;
•    შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება. 

ვაკანტურ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა, 2023 წლის 25 ივნისის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე vacancy@rights.ge: 

1.   რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
2.   სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე;
3.   ორი რეკომენდატორის მითითება, მათი საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით;
4.   ადვოკატის მოწმობის ასლი;
5.   იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.

სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიეთითოს: სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

•    წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
•    მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება;
•    მესამე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის წერითი დავალება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!