შესვლა

ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვა საქართველოში - სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგები

8 ოქტომბერი, 2024

8 ოქტომბერს „უფლებები საქართველომ“ ანგარიშის - "ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვა საქართველოში - სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგები" ონლაინ პრეზენტაცია გამართა.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

დოკუმენტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა და მოიცავს 2022 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს.

ანგარიშის ავტორია ტურკუს უნივერსიტეტის დოქტორანტი, უფლებები საქართველოს მკვლევარი კარლო ნიკოლეიშვილი. დოკუმენტში ასახულია პრაქტიკული და საკანონმდებლო გამოწვევები, ისევე როგორც გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული მიღწევები. 

ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ჯერ კიდევ დგას ისეთი საბაზისო გამოწვევები, როგორიცაა სამართალდამცავი უწყებების უმოქმედობა ან არაეფექტიანი მუშაობა  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და შემდგომი რეაგირების კუთხით. ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო ორგანოების ვალდებულებაზე, რეაგირება მოახდინონ სამართალდამცავი უწყებების და პოლიციის წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე.

ანგარიში ასევე მოიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებს სახელმწიფო ინსტიტუტების და იურიდიული პროფესიების წარმომადგენლებისათვის, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ამ მხრივ სამართლებრივი კულტურის განვითარების პროცესში.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!