შესვლა
კარლო ნიკოლეიშვილი - პროექტის კოორდინატორი

კარლო ნიკოლეიშვილი - პროექტის კოორდინატორი

კარლო ნიკოლეიშვილი „უფლებები საქართველოს“ გუნდს 2020 წლის მაისში შეუერთდა. ის ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მართლმსაჯულების სისტემის და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის პროექტის კოორდინატორად მუშაობს.

განათლება:

კარლო ნიკოლეიშვილს მიღებული აქვს იურიდიული განათლება. იგი ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ასევე რიგის სამართლის სკოლის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო საჯარო სამართალში და ადამიანის უფლებებში.

2010 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, ხოლო 2013 წლიდან ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტია სისხლის სამართლის მიმართულებით. მისი კვლევით საქმიანობა უკავშირდება სასჯელის შეფარდებისა და აღსრულების, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს.

სამუშაო გამოცდილება:

კარლო ნიკოლეიშვილს აქვს სისხლის სამართლის და ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება, რომელიც უკავშირდება როგორც კვლევით და ანალიტიკურ საქმიანობას, ასევე პროექტების მართვას. იგი 2010-2015 წლებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა პენიტენციურ სისტემაში, 2015-2016 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, 2016-2017 წლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, ხოლო 2017 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ პროექტებში (მათ შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში). კარლო ნიკოლეიშვილი 2019 წლიდან არის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტი.

კარლო ნიკოლეიშვილი აქტიურად ახორციელებს სასწავლო საქმიანობას. 2012 წლიდან ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც მოწვეული ლექტორი უძღვება სასემინარო ჯგუფებს, ხოლო 2018 წლიდან არის თბილისის ღია უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულების ასისტენტი. სხვადასხვა დროს როგორც მოწვეული ლექტორი ასწავლიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2017-2019) და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (2017).

კარლო ნიკოლეიშვილი ავტორია ოთხი სამეცნიერო სტატიისა, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვისა და სასჯელაღსრულების საკითხებს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!