

ლაშა ტყეშელაძე - იურისტი
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ,,უფლებები საქართველოს“ გუნდს 2022 წლის იანვრიდან შემოუერთდა.
ლაშა სამართლებრივ დახმარებას გაუწევს სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც შეკრებების დროს სამართალდამცველთა მხრიდან უკანონო დევნის მსხვერპლი გახდებიან.
ლაშა 2017 წლიდან დაკავებული იყო კერძო საადვოკატო საქმიანობით. აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში. კერძოდ, 2017-2019 წლებში იყო - ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი, 2019-2021 წლებში კი ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი. 2018 წელს გახდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი. მიღებული აქვს ჯილდო პრო ბონო საადვოკატო საქმიანობით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის.
2011-2015 წლებში ლაშა სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში სწავლისას, 2014-2015 წლებში ლაშა გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ELSA – ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე. გარდა ამისა, აქტიურად მონაწილეობდა „წიგნიერების ასოციაციის“ საქმიანობაში და 2013-15 წლებში იყო მისი თავმჯდომარე.
2018 წელს ლაშამ მოიპოვა სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში, 2017 წელს კი - გახდა მაგისტრანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მიმართულებით. უნივერსიტეტში სწავლისა და პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად, ლაშას გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი სამართალმცოდნეობის მიმართულებით.