

ნინო ხეცაძე - იურისტი
იურისტი ნინო ხეცაძე „უფლებები საქართველოს“ გუნდს 2020 წლის მარტში შეუერთდა.
ნინო 2016-2020 წლებში მუშაობდა ადვოკატად სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში, სადაც უფასო საადვოკატო მომსახურებას უწევდა სოციალურად დაუცველ პირებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირებს და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს. 2011-2016 წლებში ეწეოდა კერძო საადვოკატო პრაქტიკას. 2013-2016 წლებში იყო სხვადასხვა კერძო კომპანიის იურისტი.
2007-2011 წლებში ნინო სწავლობდა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2013 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოპოვებული აქვს სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებელთა დაცვის საკითხებზე.