

მარიამ მხატვარი - პროექტის კოორდინატორი
მარიამ მხატვარი „უფლებები საქართველოს“ გუნდს 2020 წლის ოქტომბერში შეუერთდა.
„უფლებები საქართველოში“ საქმიანობის დაწყებამდე, მარიამი 2016 წლიდან იყო „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იურისტი/მკვლევარი, 2018 წლიდან კი იკავებდა იმავე ორგანიზაციაში პროექტების კოორდინატორის პოზიციას. EMC-ში მოღვაწეობისას მარიამის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სასამართლო ხელისუფლების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინსტიტუციური რეფორმების ადვოკატირება წარმოადგენდა. ის ასევე ჩართული იყო სტრატეგიული სამართალწარმოების პროცესში.
2014-2016 წლებში, მარიამი, როგორც მოწვეული სპეციალისტი, საქმიანობდა, საქართველოს პარლამენტის მიერ დროებით შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის აპარატში. საკონსტიტუციო კომისიის მანდატის ფარგლებში, მარიამის ძირითად მოვალეობებს, საკონსტიტუციო სხდომების ორგანიზება, კვლევითი საქმიანობა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა.
რაც შეეხება, მარიამის განათლებას, 2009-2013 წლებში ის სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც შემდგომში სწავლა განაგრძო და დაასრულა ასევე სამაგისტრო საფეხურზე. მოგვიანებით, 2019-2020 წლებში, ცენტრალური ევროპის უნივერსტიტეტში სწავლებისას (CEU) მარიამმა მოიპოვა შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მაგისტრის ხარისხი.
მარიამი არის სხვადასხვა დოკუმენტის, მათ შორის, კვლევებისა და ჩრდილოვანი ანგარიშების ავტორი და თანაავტორი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ეროვნულ თუ საერთაშორისო კონფერენციაში.