როლანდი ასაკაშვილი 1999 წლიდან მუშაობს „უფლებები საქართველოს“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) იურისტად.
განათლება:
1994 წელს დაამთავრა აგრალური უნივერსიტეტი
2000 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩაბარებული აქვს 2003 წელს ადვოკატთა ტესტირება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სისხლის სამართლის სპეციალიზაცია
ჩაბარებული აქვს 212 წელს ადვოკატთა ტესტირება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია
სამუშაო გამოცდილება:
1999 წლიდან არის ადვოკატი ა.ა.ი.პ. „ კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს წევრი,
2002-2003 წლებში იყო ა.ა.ი.პ. „ კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს გამგეობის წევრი
2005 წლიდან არის სსიპ ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი და წევრი
2013-2014 წლებში იყო ა.ა.ი.პ. „ კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს გამგეობის წევრი
1998-2001 წლებში მუშაობდა ადვოკატად პროექტში „უფასო სამართლებრივი დახმარება თბილისის საოლქო სასამართლოში სოციალურად დაუცველთათვის“
2001-2004 წლებში მუშაობდა კოორდინატორად პროექტში „უფასო სამართლებრივი დახმერბა თბილისის საოლქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებზე“
2010-2013 წლებში მუშაობდა ადვოკატად პროექტში „უფასო იურიდიული დახმარება საგადასახადო საკითხებზე „თბილისელების ადვოკატი“
2011 წელს მუშაობდა ექსპერტ/ტრენერად პროექტში კომერციული სამართლის გაუმჯობესებისა და იმპლემენტაციისათვის
2012 წელს მუშაობდა ადვოკატად პროექტში „სტრატეგიული სამართალწარმოება ადამიანის ჯანმრთელობის უფლების დასაცავად“
2013 წელს მუშაობდა კოორდინატორად პროექტში „მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთა სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება“
2014 წელს მუშაობდა კოორდინატორად პროექტში „მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად“
2015 წელს მუშაობდა ტრენერ/იურისტად პროექტში „აივ ინფექცია/შიდსის საკანონმდებლო ბაზისა და შესაბამისი პრაქტიკის შეფასება აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით და შიდსით დაავადებულთა და აივ ინფექცია/შიდსის მაღალი რისკის ჯგუფების უფლებების დაცვის ადვოკატირება“
2016 მუშაობდა ტრენერ/იურისტად პროექტში „ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“
2018 წლიდან დღემდე მუშაობს სხვადასხვა პროექტში იურისტად.
ენები: ქართული, რუსული.