შესვლა

გაინტერესებთ, რას ნიშნავს გაძევება და როგორ მიმდინარეობს გაძევების პროცედურა საქართველოში? 

28 აგვისტო, 2021

გაძევება - ეს არის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ქმედება, რომლის მიზანია  „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფა. 

კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე. 

უცხოელს უფლება აქვს საქართველოდან გაძევების თაობაზე შეტყობინებიდან და საქმის მასალების გადაცემიდან 72 საათის განმავლობაში წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს (მიგრაციის დეპარტამენტი) გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ, საჩივრდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 10 დღის ვადაში.

უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მოსამართლის ბრძანება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 5 დღის ვადაში.   

„უფლებები საქართველოს“ გუნდი პროექტის - „გაძევებისა და არგაძევების პროცედურებში უცხოელებისათვის სამართლებრივი დახმარება და მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხების კვლევა“ - ფარგლებში, გაგიწევთ კვალიფიციურ სამართლებრივ კონსულტაციებსა და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივ დახმარებას გაძევებასა და არგაძევების პროცედურის მიმდინარეობისას.

პროექტის გუნდის საკონტაქტო ინფორმაცია

ცხელი ხაზი: +995 577 282 277
ელ. ფოსტა: office@rights.ge

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!