შესვლა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სასამართლოში დაკითხვის მონიტორინგი

17 ნოემბერი, 2021

საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ 17 ნოემბერს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სასამართლოში დაკითხვის მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროეს. 

ჩამოტვირთეთ ანგარიში

სახალხო დამცველისა და „უფლებები საქართველოს“ სპეციალური ანგარიში ეყრდნობა 2021 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში ჩატარებული სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს, რომლის ფარგლებშიც პროექტის მკვლევარები სისხლის სამართლის 30 საქმეზე დააკვირდნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დაკითხვას. 

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები: ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად იკითხებიან ისეთ ვითარებაში, რომელიც არ უზრუნველყოფს დაზარალებულ ქალთა მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას. არ ხდება დაზარალებული ქალების სრულყოფილი ინფორმირება უფლებების და მხარდამჭერი სერვისების შესახებ, აგრეთვე - მათთვის სათანადო სამართლებრივი დახმარების გაწევა. გარდა ამისა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებრივ მდგომარეობას ართულებს სასამართლოს შენობების ინფრასტრუქტურაც. 

სპეციალური ანგარიშის საფუძველზე მომზადდა საინფორმაციო ბარათები:

- დაზარალებულთა ინფორმირება უფლებების და მხარდამჭერი სერვისების შესახებ 

- ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ მოსამართლეთა და მხარეთა დამოკიდებულება

- ეროვნული კანონმდებლობის შეუსაბამობა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან 

- სასამართლოს ინფრასტრუქტურა 

სპეციალური ანგარიში და საინფორმაციო ბარათები მომზადებულია პროექტის „ძალადობის მსხვერპლი ქალების სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფა, სასამართლოში მათი დაკითხვის პროცესის მონიტორინგის და შემდგომი ადვოკატირების გზით“  ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“, საქართველოს სახალხო დამცველთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!