შესვლა
მარიამ გოგოსაშვილი - გამგეობის წევრი

მარიამ გოგოსაშვილი - გამგეობის წევრი

მარიამ გოგოსაშვილი "უფლებები საქართველოს" გამგეობის წევრად, ორი წლის ვადით, 2020 წლის 28 მაისს აირჩიეს.

მარიამი 2019 წელის მარტიდან “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორია. 
 
2018 წლის თებერვლიდან 2020 წლის მარტამდე იგი მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე, საქართველოში მედია გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. მანამდე, 2012-2013 წლებში, ამავე ორგანიზაციაში მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი იყო. 2013-2017 წლებში კი „სტერეო+“-ის სამართლებრივ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
 
მარიამ გოგოსაშვილი არის არაერთი კვლევითი ნაშრომის ავტორი მედიასამართლის მიმართულებით.
 
იგი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში, ასევე, მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციების პროგრამის დოქტორანტი.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!