შესვლა

„უფლებები საქართველოს“ განცხადება

17 მაისი, 2021

„უფლებები საქართველო“ გამოხატავს მზადყოფნას, სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიოს ლგბტქი+ თემის წევრებს და ყველა იმ პირს, ვისაც უკანონოდ შეეზღუდება გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება

 

„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი და დროული ნაბიჯები, რათა არ მოხდეს ლგბტქი+ თემის წევრების და აქტივისტებისათვის კანონით გარანტირებული გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სათანადოდ სარგებლობის უფლების შეზღუდვა და, ამავდროულად, გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიოს თემის წევრებს და ყველა იმ პირს, ვისაც უკანონოდ შეეზღუდება გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაცის თავისუფლება. 

მიუხედავად 2014 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტის მიღებისა, უახლოეს წარსულში ლგბტქი+ ადამიანების მიმართ ჩადენილი უფლებადარღვევის ფაქტების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. ამასთან, საგანგაშოა, რომ ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების და აქტივისტების ფიზიკური ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება ყოველდღიურ რეჟიმში მომეტებული საფრთხის ქვეშ არის.

ლგბტქი+ თემის წევრები და აქტივისტები დღემდე ვერ ახერხებენ გამოხატვისა და შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სათანადოდ სარგებლობას და, ულტრამემარჯვენე ჯგუფებიდან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, მათ ყოველწლიურად უწევთ საჯარო სივრცეში ადგილის მოსაპოვებლად არაერთი წინააღმდეგობისა და ბარიერის დაძლევა. თემის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აპელირებით, სახელმწიფო უწყებები იმგვარ შეზღუდვებს უწესებენ ლგბტქი+ თემის წევრებსა და აქტივისტებს, რომ იკარგება გამოხატვის და შეკრების თავისუფლების არსი. 

სამწუხაროდ, დღემდე სახელმწიფო უწყებების მიერ არ გადადგმულა ეფექტიანი და დროული ნაბიჯები ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასევე, ლგბტქი+ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ უფლებადარღვევებზე სახელმწიფო ორგანოების რეაგირება უმეტეს შემთხვევაში დაგვიანებული, ანდა არაეფექტიანია.


 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!