შესვლა
გური ბალიაშვილი - მკვლევარი

გური ბალიაშვილი - მკვლევარი

გური ბალიაშვილი "უფლებები საქართველოს" გუნდს 2020 წლის მაისში შეუერთდა. ის ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მართლმსაჯულების სისტემის და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის პროექტის მკვლევარად მუშაობს.

გურის მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი, წარჩინებით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2015-2019) და 2019 წლიდან დღემდე სწავლობს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, ადამიანის უფლებათა და კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით.

გური გახლდათ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოსა (20.08.2018-20.02.2019) და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საპარლამენტო სტაჟიორი 2019 წლის სექტემბრიდან, 2020 წლის აპრილის ჩათვლით.

გურის მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სტუდენტურ კონფერენციიასა, იმიტირებულ პროცესსა თუ საზაფხულო სკოლაში, მათ შორის იგი გახლდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ დაორგანიზებული, 2019 წლის, მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის მონაწილე, რომლის მიზანი  სასამართლო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება გახლდათ. ასევე,  ტალინის უნივერისტეტის საზაფხულო სკოლის მონაწილე (ივნისი, 2018).

გური, 2019 წელს, მონაწილეობდა იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის და დონორი ორგანიზაციების მიერ დაორგანიზებულ  იმიტირებულ პროცესებში: ევროკავშირის სამართლის, საერთაშორისო სამართლის, რომლის ფინალისტიც გახლდათ და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიმართულებით.

გურის გავლილი აქვს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპანტენტის ერთობლივი კურსი იტელექტუალური საკუთრების სამართალში (25.10.2019-8.12.2019) და ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თსუ-ს იურიდიიული ფაკულტეტის აფილირებული კურსი საავტორო სამართალში (04.02.2020-15.05.2020). 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!