შესვლა
ანი მუხიგულაშვილი - პროექტის ასისტენტი

ანი მუხიგულაშვილი - პროექტის ასისტენტი

ანი მუხიგულაშვილი „უფლებები საქართველოს“ გუნდს 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა.

ანი მუხიგულაშვილს მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი, წარჩინებით, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში (2014-2018) და 2018 წლიდან დღემდე სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე.

ანი გახლდათ, თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის (2017 წლის მაისი-აგვისტო), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ( 2017 წლის სექტემბერი- 2018 წლის აგვისტო) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სტაჟიორი 2018 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით. 2019 წლის იანვრიდან-2020 წლის აგვისტოს ჩათვლით ანი იკავებდა ევროკავშირის პროექტის ასისტენტის-იურისტის პოზიციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში და ჩართული იყო მართლმსაჯულების რეფორმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ არაერთ აქტივობაში. ანიმ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მოამზადა კვლევა საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესსა და ახალი სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ.

ანის ადამიანის უფლებათა და ბიზნეს სამართლის მიმართულებით, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სტუდენტურ იმიტირებულ პროცესსა თუ საზაფხულო სკოლაში, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობის სკოლაში, რომელიც ჩატარდა ლიეტუვაში (2018 წლის ივლისი). 2018/2019 სასწავლო წელს ანიმ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღო ტელდერსის სახელობის საერთაშორისო საჯარო სამართლის იმიტირებულ პროცესში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში. ანი, 2020 წლიდან, ასევე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტირებული სასამართლო პროცესების კლუბის გუნდის წევრი.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!