შესვლა
გიორგი მახარაძე - იურისტი

გიორგი მახარაძე - იურისტი

იურისტი გიორგი მახარაძე „უფლებები საქართველოს“ გუნდს 2020 წლის ოქტომბერში  შეუერთდა.

გიორგი მახარაძეს აქვს ადამიანის უფლებათა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება საგამოძიებო, საჯარო სამსახურის, სტრატეგიული სამართალწარმოებისა და საადვოკატო საქმიანობის მიმართულებით.

„უფლებები საქართველოში“ საქმიანობის დაწყებამდე, გიორგი 2018-2020 წლებში იყო Legal Point Georgia-ს  იურისტი. 2018-2019 წლებში ის ხელმძღვანელობდა „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებულ პროექტს „ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვა“. მანამდე, 2017-2018 წლებში, გიორგი ჩართული იყო „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ საქმიანობაში, სადაც ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ადვოკატირებას ახორციელებდა.

2014-2016 წლებში, გიორგი საქმიანობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ამ პერიოდში, ის იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის მდივანი, აგრეთვე მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავასა და აღსრულებაზე.

2011-2014 წლებში გიორგი იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტი იყო. მანამდე 2008-2010 წლებში მან გაიარა სტაჟირება შინაგან საქმეთა სამინისტროში, აგრეთვე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში.

2007-2011 წლებში სწავლობდა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2013 წელს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!