შესვლა

საქართველოს სასამართლოების საქმიანობაზე COVID-19-ის პანდემიის გავლენის შეფასება

15 აპრილი, 2020

პროექტის დასახელება: საქართველოს სასამართლოების საქმიანობაზე COVID-19-ის პანდემიის გავლენის შეფასება

პროექტის ხანგრძლივობა: აპრილი-აგვისტო, 2020

პროექტის მხარდამჭერი: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ (USAID PROLoG)

პროექტის მიზანი: COVID-19-ის პანდემიის გავლენის შეფასება სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვან ასპექტებზე.

COVID-19-ის პანდემიის საფრთხეებისა და საგანგებო მდგომაროებით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის მარტში მიიღო რამდენიმე რეკომენდაცია სასამართოლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით: საქმეების დიდი ნაწილის ზეპირი მოსმენა არ ტარდებოდა, საჭიროების შემთხვევაში სხდომები ტარდებოდა დისტანციურად ინტერნეტის საშუალებით, რაც ზღუდავდა მედიისა და საზოგადოების დასწრებას სხდომებზე.
 
„უფლებები საქართველო“ დააკვირდა დისტანციურ სხდომებს და გამოკითხა ადვოკატები, პროკურორები, სასამართლოს თანამშრომლები და ჟურნალისტები. პროექტი სწავლობდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა მედიისა და საზოგადოების წვდომა სასამართლო სხდომებზე; კომუნიკაცია ადვოკატსა და კლიენტს შორის პროცესის დროს; მოსამრთლეების მიერ სასამართლო დარბაზის მართვა; კომუნიკაცია დაკავებულ მოპასუხეებთან; მხარეთა მონაწილეობა და ინტერაქცია სხდომის დროს; მთარგმნელობითი სერვისები პროცესის იმ მონაწილეთათვის, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას; დოკუმენტების ელექტრონულად ჩაბარება და ა.შ. 

პროექტის ფარგლებში მომზადდა მცირე შუალედური ანგარიშები და საბოლოო ანგარიში, რომელშიც აისახა რეკომენდაციები მხარეებისთვის. გარდა ამისა, ჩატარდა ონლაინ კონფერენცია და სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა ინფოგრაფიკები, ბლოგები და ვლოგები პროექტის მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.
 
პროექტი დაფინანსებული იყო COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!