შესვლა

ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში

1 იანვარი, 2019

პროექტის დასახელება: „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“

პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი, 2019 წ - 31 დეკემბერი, 2020 წ.

პროექტის მხარდამჭერი: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი  

პროექტის მიზანი: ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მფლობელთა და თავშესაფრის მაძიებელთა სამართლებრივი დაცვა
პროექტის ამოცანები

I ამოცანა: სტატუსის განსაზღვრის პროცედურის ხარისხის და პროცედურაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

აღნიშნული ამოცანის მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი საქმიანობები:

- იურიდიული კონსულტაციის და დახმარების გაწევა ახლად ჩამოსული თავშესაფრის მაძიებლებისთვის; მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება თავშესაფრის ძიების ყველა სტადიაზე, მათ შორის, მარტყოფის მიმღებ ცენტრში;

- სათანადო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავშესაფრის მაძიებელთა საჭიროებების კვლევა;

-  გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან თანამშრომლობით სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება, თარგმნა და გავრცელება;

- სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ინტერნეტის საშუალებით;

- სტატუსის მაძიებელი პირებისთვის იმ ინსტიტუტებისა და დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც სტატუსის მაძიებლებს სოციალურ და სხვა სახის დახმარებას უწევენ (ვისთვის შეიძლება დახმარებისთვის მიმართვა); ასევე, შესაბამისი უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონეთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების შესახებ ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;  

- საჭიროების შემთხვევაში, აქტიური ჩართულობა საკანონდებლო ცვლილებების პროცესში, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ პროექტის სამიზნე ჯგუფზე.  


II ამოცანა: იურიდიული დახმარებისა და სამართლებრივი დაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ლტოლვილების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და თავშესაფრის მაძიებლებისთვის

აღნიშნული ამოცანის მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი საქმიანობების განხორციელება:


- სამართლებრივი დახმარების გაწევა თავშესაფრის ძიების ყველა სტადიაზე და სასამართლოში წარმომადგენლობა სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეებზე, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;   

- ცალკეულ შემთხვევებში, წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების საფუძველზე, პოზიტიური სამართალწარმოების და პრეცედენტული გადაწყვეტილებების  შექმნის მიზნით, სამართლებრივი დახმარების გაწევა სხვა კატეგორიის საქმეებში, მათ შორის, ნატურალიზაციის, უფლებებზე და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ან დაკავების შემთხვევებში;

- ცალკეულ შემთხვევებში, თავშესარის მაძიებელთა ინტერვიუზე დასწრება მონიტორინგის მიზნით;

- თავშესაფრის მაძიებლებისთვის დახმარების გაწევა თავშესაფრის განცხადების მომზადებაში;

- სპეციალური საჭიროების მქონე პირების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება და მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევის პროცესში პრიორიტეტის მინიჭება;

- იურიდიული დახმარების სამსახურთან აქტიური კოორდინაცია;

- იმ ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი, სადაც ფიგურირებენ ლტოლვილები, ჰუმანიტარული სტატუსის მფლობელები ან თავშესაფრის მაძიებლები; საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დახმარების გაწევა.  
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!