შესვლა

სტრატეგიული სამართალწარმოება

სტრატეგიული სამართალწარმოება „უფლებები საქართველოს“ საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ის გულისხმობს იმ ტიპის საქმეთა წარმოებას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელიც მიმართულია კანონმდებლობასა და პრაქტიკაში სისტემური პრობლემების აღმოფხვრისკენ. 

„უფლებები საქართველო“ პირველი ქართული ორგანიზაცია იყო, რომელმაც პირველმა წარადგინა (1999 წელს) და მოიგო საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ორგანიზაციამ შექმნა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების და სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის პრეცედენტი. 

ორგანიზაციამ დანერგა გაეროს ხელშემკვრელ ორგანოებში სამართალწარმოების დაწყების სტანდარტი. „უფლებები საქართველო“ არის პირველი ორგანიზაცია საქართველოდან, რომელმაც საქმე წარადგინა და მოიგო გაეროს CEDAW კომიტეტში. ეს არის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაზე კომიტეტმა შეწყვიტა მონიტორინგი, რადგან სრულად მოხდა აღსრულება.  

სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით განხორციელებული პროექტები:

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!