შესვლა

„უფლებები საქართველომ“ გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიზნით ახალი პროექტი დაიწყო

13 ოქტომბერი, 2020

„უფლებები საქართველომ“, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც საქართველოში გამოხატვის თავისუფლების დაცვას ემსახურება.

პროექტის ფარგლებში, „უფლებები საქართველო“ იმუშავებს გამოხატვის თავისუფლების საკითხზე ეროვნული კანონმდებლობის დახვეწაზე, რათა ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციასა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოვიდეს. ორგანიზაცია ასევე იზრუნებს დარგის სპეციალისტთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე და საზოგადოებრივი ჯგუფების ლიდერების გაძლიერებაზე. გარდა ამისა, „უფლებები საქართველო“ იურიდიულ დახმარებას გაუწევს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს, რომელთა მიმართაც დაირღვევა კანონმდებლობით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება. 

პროექტი ინოვაციურია. მის ფარგლებში, პირველად საქართველოში შეიქმნება „ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის“ საუნივერსიტეტო კურსი საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის. გარდა ამისა, ამოქმედდება „მედიისა და ადამიანის უფლებათა ლაბორატორია“, რომელიც იზრუნებს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის მედიასკოლის აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების PR-მენეჯერების პროფესიონალიზმის ამაღლებაზე. 

ლაბორატორია შესთავაზებს სადისკუსიო სივრცეს დარგის სპეციალისტებს ადამიანის უფლებებსა და მედიასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. გარდა ამისა, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის, ლგბტ+ თემის წევრები, დევნილები, მიგრანტები და სხვები ლაბორატორიაში შეძლებენ იურიდიული, ინფორმაციული და ტექნიკური დახმარების მიღებას გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებულ თემებზე.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!