შესვლა

გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები საქართველოში

16 ივნისი, 2021

2021 წლის 16 ივნისს, ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ საქართველოში გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზების მასშტაბური კვლევის შედეგები გაასაჯაროა. 

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები და ხარვეზებია სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების, პერსონალური მონაცემების დაცულობის უფლების, ჟურნალისტთა შრომითი უფლებების და უსაფრთხოების,  სასამართლოს მიუკერძოებლობის მხრივ. 

კვლევაში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ადგილობრივი კანონმდებლობა და პრაქტიკა გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის სტანდარტების ჭრილში.

გაეცანით კვლევის ფარგლებში „უფლებები საქართველოს“ მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს:

- სიძულვილის ენა
პირადი ცხოვრების დაცულობა
- ჟურნალისტთა შრომითი უფლებები

კვლევის მომზადება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით პროექტის - „გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც ახორცილებს ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“, თბილისის ღია უნივერსიტეტთან და ჟურნალსიტური ეთიკის ქარტიასთან პარტნიორობით.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!