შესვლა
დიმიტრი ხაჩიძე - გამგეობის წევრი

დიმიტრი ხაჩიძე - გამგეობის წევრი

დიმიტრი ხაჩიძე „უფლებები საქართველოს“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) იურისტად 2001 წლიდან მუშაობს. 2009-2010 წლებში იყო „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საპარლამენტო მდივანი, 2015-2017 წლებში კი - გამგეობის თავმჯდომარე.

დიმიტრი ხაჩიძე საქართველოს ადვოკათა ასოციაციის დამფუძნებელი წევრია. 2018 წლიდან ის  ასოციაციის რეაბილიტაციის კომისიის წევრია. 2009-2010  წლებში, დიმიტრი იყო   საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, 2009-2011 წლებში  საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ჩვენი სამართლის“ სამართლებრივი ექსპერტი. 

2007 წელს ჩართული იყო ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე პროკურატურის რეფორმის პროექტში: ატარებდა ტერეინინგებს პროკურორებისათვის ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პრინციპების შესახებ. არის 2004 წელს პრაქტიკოსი იურისტებისთვის გამოცემული ბროშურის „საპროცესო შეთანხმება“ ავტორი.

1996-2001 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!