შესვლა

„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს რიონის ხეობაში მანიფესტანტების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში უხეში ჩარევა

4 აპრილი, 2021

უკვე რამდენიმე თვეა, რიონის ხეობის მოსახლეობა აპროტესტებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობას, თუმცა ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, 3 აპრილს, ჰესის სამშენებლო სამუშაოები განახლდა და ადგილი აქვს ხეობაში საპოლიციო ძალების მასშტაბურ მობილიზებას.

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ ხეობაში საპოლიციო ძალების განთავსება, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანისა და საკომუნიკაციო სიგნალების  ჩამხშობი მექანიზმების მეშვეობით, ქმნის მომეტებულ საფრთხეს, მოხდეს არამართლზომიერი და არაპროპორციული ჩარევა ადგილობრივი მოსახლეობისა და აქტივისტების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში. შესაბამისად, „უფლებები საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალების მეშვეობით ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლების უზრუნველყოფა  და ადგილობრივი მოსახლეობის/აქტივისტების კონსტიტუციითა და საერთაშორისო დოკუმენტებით გარანტირებულ თავისუფლებებში უხეში ჩარევა.

3 აპრილს განვითარებული მოვლენები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არამართლზომიერი ქმედებები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო უწყებების მიზანს რიონის ხეობაში მიმდინარე საპროტესტო ტალღის  შესუსტება წარმოადგენს. სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლებმა გადაკეტეს ტერიტორიაზე მისასვლელი გზები, ასევე შეზღუდეს საკომუნიკაციო სიგნალების მიწოდება, რამაც ერთის მხრივ, მოსახლეობის მხარდამჭერებს შეუქმნა დაუსაბუთებელი დაბრკოლება შეერთებოდნენ მშვიდობიან მანიფესტაციას, მეორე მხრივ, კი შეუზღუდა საზოგადოებას მიეღო ინფორმაცია ხეობაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე.

ამასთან, გარდა იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არამართლზომიერი ქმედებების გამო, „ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა ვერ შეძლეს თავისუფლად გადაადგილება და სოფელ ნამახვანში ჩასვლა, ისინი ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ.

„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს რიონის ხეობაში  რეპრესიული მექანიზმების მობილიზება და ადგილობრივი მოსახლეობისა და აქტივისტების კონსტიტუციითა და საერთაშორისო დოკუმენტებით გარანტირებულ თავისუფლებებში უხეში ჩარევა.

თავის მხრივ, „უფლებები საქართველო“ განაგრძობს რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას და მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი დახმარება გაუწიოს მშვიდობიან მანიფესტანტებსა და აქტივისტებს .

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!